USAID-ის სამართლის პროგრამა მართლმსაჯულების 2023 წლის სკოლაში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს.
მართლმსაჯულების სკოლა ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის და ევროპის საბჭოს სასამართლოს რეფორმის პროექტის მხარდაჭერით.მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეები არიან საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომლები. დამატებით 5 მონაწილე შეირჩევა კონკურსანტებისგან, რომლებიც არ არიან დასაქმებულები საერთო სასამართლოების სისტემაში, არიან სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან სამაგისტრო სწავლების სტუდენტები (შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად იხილეთ დაბლა).
2023 წლის მართლმსაჯულების სკოლის მთავარი მიზანია მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სასამართლო სტანდარტების მიმართულებით. მართლმსაჯულების სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბავშვთა უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, სამეწარმეო სამართლის აქტუალური საკითხები, მათ შორის სამართლებრივი წერა და გადაწყვეტილებების დასაბუთება.მართლმსაჯულების სკოლის მომხსენებლები არიან მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. 2023 წლის მართლმსაჯულების სკოლის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია პრაქტიკული დავალებების შესრულება, რომლის საფუძველზე გამოვლინდებიან სკოლის საუკეთესო მონაწილეები.
სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური.
წყარო: jobs.ge