en
ge

საგრანტო კონკურსი

"ევროპის ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედი შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შშმ პირთა უფლებების კანონის უკეთ აღსრულებისათვის საქმიანობენ.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. კონკურსი ასევე მიმართულია შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, როგორც ინსტიტუციური უნარების, ასევე, სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება.

წყარო: jobs.ge