საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას ქარტიის პრიზი 2022-ის მოსაპოვებლად.
ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.
კონკურსი ცხადდება ექვს ნომინაციაში.
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
„ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე...
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე...
წყარო: ქარტიის გვერდი სოციალურ ქსელში