en
ge

სტაჟიორი

ააიპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მათი სოციალური ინკლუზიისათვის.

ააიპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით თბილისში.

სტაჟიორად მიიღებიან ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ადრეული პედაგოგიკის, ასევე მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირები, ან აღნიშნულ სფეროებში IVკურსის სტუდენტები ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

წყარო: jobs.ge