en
ge

საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტებისთვის

"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს ორ გრანტს (თითოეული არაუმეტეს 15, 000 აშშ დოლარის ოდენობით).

წყარო: jobs.ge