"ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების შერჩევას ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრის სამ ვაკანტურ პოზიციაზე. შერჩევა ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში.
სამუშაო პირობები:
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
სამუშაო ადგილი: აჭარის რეგიონი, სამეგრელოს რეგიონი და კახეთის რეგიონი
ხანგრძლივობა: 25 თვე; კონტრაქტი გაფორმდება 2023 წლის იანვრიდან
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 350 ევროს ეკვივალენტი ლარში
წყარო: jobs.ge