კომლის ფინანსური მხარდაჭერით ცხადდება მსმენელთა მიღება ზოგადი ინგლისური ენის სამთვიან კურსზე, რომელსაც უხელმძღვანელებს ნათია ბერიანიძე, კომლის იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ქ. კასპიდან, ასევე, შემოგარენი სოფლებიდან, 18 წლის ზემოთ.
კურსის ფარგლებში, საშუალება გექნებათ სრულიად უფასოდ დაეუფლოთ ინგლისური ენის შესწავლისთვის აუცილებელ ოთხ ძირითადად კომპონენტს: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა.
დაინტერესების შემთხვევაში, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე...
წყარო: კომლის გვერდი სოციალურ ქსელში