en
ge

ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 18.11.2022
  • ბოლო ვადა: 14.02.2023
  • ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=419372

"საქართველოს უნივერსიტეტის" კვლევითი ინსტიტუტი "Gnomon Wise" აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს სტუდენტებისთვის: "ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

  • ბაკალავრიატის ზედა საფეხურზე მყოფ (მე-3 და მე-4 კურსი) სტუდენტებს;
  • ბაკალავრებს, რომელთა სწავლის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს სამი წლისა;
  • მაგისტრანტებს.

ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ერთზე მეტი ავტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ავტორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

კონკურსის პრიზები:

"Gnomon Wise" უზრუნველყოფს საპრიზო ადგილზე გასული ნაშრომების ინგლისურ ენაზე თარგმნას.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული ყველა ნაშრომი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) გამოქვეყნდება "Gnomon Wise"-ის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

  • I ადგილი - 2 250 ლარი
  • II ადგილი - 1 125 ლარი
  • III ადგილი - 700 ლარი.

წყარო: jobs.ge