ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მეორე რაუნდს იწყებს. ახალგაზრდებმა 17 ოქტომბერიდან 15 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები თემაზე „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით”.
კონკურსის მონაწილეებმა შემოქმედებითი მიდგომით გააშუქონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი, ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, გადმოსცენ, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირმა იმ სფეროზე, რასაც კონკურსანტები აირჩევენ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სია და საკონტაქტო ინფორმაცია გამოქვეყნდება ვერბგვერდზე
www.eu3min.ge, რის შემდეგაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თავად შეარჩიონ სასურველი პროექტი და თემა ფილმისათვის.
მოკლემეტრაჟიანი ფილმები აიტვირთება კონკურსის ვებ-გვერდზე
www.eu3min.ge. ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით გამოავლენს და დააჯილდოვებს საუკეთესო სამი ნამუშევრის ავტორს.
პირველ ადგილზე გასული მიიღებს - მობილური ტელეფონს Apple IPhone 5 , მეორე ადგილის მფლობელს iPad Mini და ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა გადაეცემა, მესამე ადგილზე გასულ კი ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა გადაეცემა.
გამარჯვებულები დასახელდება დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების პატრონაჟით
კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები; გადაღებული 3 წუთაინი ფილმი კი 2013 წლის 15 ნოემბრამდე უნდა ატვირთოს ვებ-გვერდზე
www.eu3min.ge.
ევროკავშირის მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს გაიმართა. შარშანდელი კონკურსის თემა იყო „ევროკავშირი ჩემს მეზობლად" და მასში.
წყარო: media.ge