en
ge

იურისტი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს...

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უფასო იურიდიული დამხმარების ცენტრისათვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი