საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora, ყველაზე გამორჩეული ღონისძიება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, განაცხადების მიღებას იწყებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, ყოველწლიურად აცნობს საზოგადოებას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ CSR-ის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და მათ შორის საუკეთესოებს აჯილდოებს.
კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები, გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
წელს ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდეგ კატეგორიებში:
კონკურსის ფარგლებში „გრანპრი“ გადაეცემა:
კონკურსის კატეგორიების, განაცხადის ფორმისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.meliora.ge
კონკურსი იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: eu4georgia.eu