en
ge

საგრანტო კონკურსი - საგამომცემლო სფერო

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: GPBA
  • დაწყების თარიღი: 20.10.2013
  • ბოლო ვადა: 03.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64420/
პროექტი "წიგნის პლატფორმა" აცხადებს საგრანტო კონკურსს აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც განკუთვნილია საგამომცემლო სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის: კულტურის სფეროს მენეჯერებისთვის, გამომცემლებისთვის, მწერლებისთვის, მთარგმნელებისთვის, ლიტერატურული აგენტებისთვის და ა.შ.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს, უკრაინის, სომხეთის საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებსა და როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ სამეზობლოს კოლეგებს შორის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია"
მისამართი: არჩილ კერესელიძის I შეს. 12, თბილისი 0154
ტელ.: 570 101601
ელ ფოსტა: info@gpba.ge | dir@gpba.ge
ვებ-გვერდი: www.gpba.ge
წყარო:jobs.ge