en
ge

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი ფემიციდის თემაზე

იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გაეროს ქალთა ფონდის (UN WOMEN) მხარდაჭერით, აცხადებს მხატვრული ნამუშევრების კონკურსს, ფემიციდის თემაზე.

კონკურსის მიზანია ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს 16 წლის ასაკიდან, როგორც პროფესიონალ მხატვარს, ისე მოყვარულს. საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიცავდეს გზავნილს ფემიციდის წინააღმდეგ (გზავნილი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც ფემიციდს უკავშირდება).

საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა შესრულებული იყოს როგორც ხელით, ისე კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ამასთან, ერთმა ადამიანმა შესაძლოა, გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი: ნახატი ან პოსტერი.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელიც UN WOMEN-ის მიერ დასაჩუქრდება პლანშეტით.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.

წყარო: იუსტიციის სამინისტროს გვერდი სოციალურ ქსელში