en
ge

კონკურსი კვლევაზე: სურსათის უვნებლობის სახ. რეგულირება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 22.10.2013
  • ბოლო ვადა: 12.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64490/
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს განაცხადებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების კუთხით 2013 წ. გაწეული საქმიანობის შესაფასებლად, მათ შორის, საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) სამოქმედო გეგმითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესაბამისად. კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა".
პრობლემის აღწერა:
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც სურსათის სექტორში მომუშავე მეწარმეებზე. მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ რამდენად ეფექტიანია, ამ კუთხით, 2013 წ. მანძილზე საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა, რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები და რამდენადაა გათვალისწინებული მეწარმეთა ინტერესები, სად არის ხარვეზები. აუცილებელია, რომ საზოგადოება, ყველა ის ჯგუფი, რომელზეც სფეროს რეფორმირება უშუალო ზეგავლენას ახდენს, უკეთ იყოს გარკვეული რეფორმის ავკარგიანობაში და ამ პროცესის თანამონაწილე გახდეს.
კონკურსის მიზანი: საქართველოს ხელისუფლების მიერ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში 2013 წ. გაწეული საქმიანობის საზოგადოებრივი შეფასება.
კონკურსის ამოცანა: რეფორმის ფორმალური პროგრესისა და მისი უშუალო შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.
კერძოდ, შეფასება უნდა მოხდეს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:
** სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის განხორციელების მდგომარეობა;
** ესპ-ის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულების მდგომარეობა;
** მომხმარებლებისა და მეწარმეების ინტერესების დაკმაყოფილების ხარისხი;
** ხარჯთეფექტიანობის ასპექტის გათვალისწინების დონე რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისას.
** კვლევის პროცესში, შესწავლილ უნდა იქნას სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაცია და შესაბამისი ანგარიშები. აგრეთვე, ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით უნდა გამოიკითხონ ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეწარმეები და მომხმარებლები.
მკვლევარებმა უნდა იხელმძღვანელონ ფონდის დაკვეთით 2012 წ. ანალოგიური შეფასების დროს შემუშავებული კითხვარებით. თუმცა, შეუძლიათ კითხვარების დახვეწა.
ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.
ფონდი მკვლევარების კანდიდატურებად ვერ მიიღებს სახელმწიფო მოხელეებს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და/ან პოლიტიკური პარტიის წევრებს.
დაფინანსება:
კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდება ერთი პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. გამარჯვებულთან ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას მომსახურების მოწოდებაზე. კვლევის ჩატარების ხარჯები 9,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ფონდის მიერ გაცემული თანხები შემდეგი ხარჯებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული:
** მონაცემების შეგროვება;
** კომუნიკაცია (ტელეფონი, ინტერნეტი);
** მკვლევარების ხელფასები;
** ტრანსპორტირება;
** სხვა ხარჯები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული კვლევის განხორციელებასთან.
ფონდის თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ საქმიანობისათვის, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კვლევის განხორციელებასთან. ეს თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, მშენებლობისათვის, უძრავი ქონების შესაძენად, თუ ორგანიზაციის დავალიანების დასაფარად. მკვლევართა სახელფასო განაკვეთებისა და მათ მიერ კვლევისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის ადეკვატურობა ნათლად უნდა იყოს დასაბუთებული
შერჩევის პროცესი:
საკონკურსო განაცხადებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მენეჯმენტი და პროგრამის თანამშრომლები განიხილავენ.
განხილვის პროცესში განმცხადებელს შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოეთხოვოს. ამისათვის მას 3 სამუშაო დღე მიეცემა.
შერჩევის კრიტერიუმები:
საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** კონკურსის მიზანთან და პირობებთან შესაბამისობა;
** მკვლევართა კვალიფიკაცია და გამოცდილება;
** კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის ეფექტიანობა;
** კვლევის ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.
კვლევის ჩატარების განრიგი და მოსამზადებელი ანგარიშის ფორმატი:
მკვლევარებმა უნდა აიღონ ვალდებულება:
1. მოამზადონ სრულყოფილი ანგარიში (არაუმეტეს 50 გვერდისა, A4 ფორმატში, Sylfaen 12 შრიფტით, ინტერვალის გარეშე) ქართულ ენაზე, 2013 წ. 15 იანვარს, შემდეგი სტრუქტურით:
- შესავალი და ანგარიშის მოკლე მიმოხილვა;
- ანგარიშის ძირითადი ნაწილი;
- დასკვნები და რეკომენდაციები;
- გამოკითხულ პირთა სია და სხვა დანართები.
2. წარადგინონ ანგარიში "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზე.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" უზრუნველყოფს:
** ყველა ანგარიშის საბოლოო რედაქტირებას.
** ანგარიშების თარგმნას ქართულიდან ინგლისურად.
** ანგარიშების გამოცემას.
** ანგარიშების პრეზენტაციების მოწყობას.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფისში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ (ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე):
** მკვლევარების კვალიფიკაციის დეტალური აღწერილობა;
** კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
** წინასწარი სამუშაო გეგმა;
** ბიუჯეტი;
** მკვლევარის მიერ შემოთავაზებულ თემაზე ადრე მომზადებული ანგარიშების ასლები.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წ. 12 ნოემბერი, სამშაბათი, 16:00 სთ.
განმცხადებლები ფონდისაგან წერილობით პასუხებს მიიღებენ არაუგვიანეს 2013 წ. 1 დეკემბრისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"
თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული
ტელ.: 225 39 42/43
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კობალაძე, პროგრამის უფროსი მენეჯერი
წყარო:jobs.ge