აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.
პროგრამის მიზნები:
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედია ორგანიზაციებს.
წყარო: აშშ–ს საელჩო საქართველოში