en
ge

თარჯიმანი/თანაშემწე ამერიკელი მოსამართლისთვის (ახალციხე)

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

პროგრამა აცხადებს კონკურსს თარჯიმან/თანაშემწის შესარჩევად, რომლებიც ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანში დაეხმარება ამერიკელ მოსამართლეს მის მიერ ახალციხის საქალაქო სასამართლოსა და ახლომდებარე ქალაქების რაიონულ და მაგისტრატ სასამართლოებში ქართველ მოსამართლეთათვის მენტორობის განხორციელების პროცესში.

წყარო: jobs.ge