გამოცხადდა ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის.
სტიპენდიის ორი ორ კვირიანი პროგრამა გთავაზობთ პარტნიორული ქსელების შექმნისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობებს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ გერმანიის სასკოლო სისტემას, მის ადმინისტრირებას, გერმანიის ცენტრალურ ხელისუფლებისა და ფედერალური მხარეების პოლიტიკას, მეცნიერების ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე დაამყაროთ კონტაქტები სკოლებთან, რედაქციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და პოლიტიკის წარმომადგენლებთან.
სტიპენდიის პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი და ზერეგიონული მედიის და საინფორმაციო სააგენტოების დაინტერესებული ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის.
პროგრამა გაიმართება 2023 წლის 2-დან 12 მაისამდე ბერლინში, ლაიფციგსა და ჰამბურგში და ასევე 2023 წლის 6-დან 17 ნოემბრამდე გელზენკირხენში, დიუსელდორფსა და ბერლინში.
დამატებით ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ბმულზე...
წყარო: გერმანიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში