არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე ახალი პროექტისათვის "სტრატეგიული სამართალწარმოება ევროპულ სასამართლოში: ადვოკატირებიდან აღსრულებამდე".
1. სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (შესაძლებელია შეთავსება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M), სასურველია დასავლეთ ევროპის ან აშშ-ის უნივერსიტეტში
** ადვოკატად/იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და/ან ფრანგული ენების კვალიფიციური ფლობა, კარგად განვითარებული წერითი უნარებით; საადვოკატო საქმის წარმოების უნარი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა
** ანალიტიკური, პროფესიული უნარები.
სასურველია საადვოკატო საქმიანობის ლიცენზია (სისხლი/სამოქალაქო/საერთო).
დამატებითი მოთხოვნები:
** გუნდში მუშაობის უნარი და მოტივაცია
** პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტირებული,
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კვალიფიციურად და მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებში
** ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა
** საზოგადოებრივი ინტერესების გატარება ყოველდღიურ საქმიანობაში
სამუშაო ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს მიხედვით, შეთავსებით, ადვოკატის სურვილისამებრ, თავისუფალი გრაფიკით პროფესიული თავისუფლების პირობებში.
მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: ceo@hrp.ge არაუგვიანეს 2013 წლის 10 ნოემბრისა. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
2. პროექტის კოორდინატორი/მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული საშტატო ერთეული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასამთავრობო სექტორში პროექტის მართვის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** სამუშაოს კვალიფიციურად შესრულების უნარი
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** დროული და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კოორდინაციის უნარი
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი და მოტივაცია.
ფუნქციები და მოვალეობები:
** პროექტის წარმატებული კოორდინაცია
** პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა
** დონორთან ანგარიშგება
** ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა
** ორგანიზაციის ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება
** ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ინფორმაციული უზრუნველყოფა
** ორგანიზაციის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის მართვა
** ლოჯისტიკური უზრუნველყოფა.
სამუშაოს ანაზღაურება: თვეში 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: ceo@hrp.ge არაუგვიანეს 2013 წლის 10 ნოემბრისა. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
წყარო:jobs.ge