ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რეგიონული მწვანე ბანაკების მომდევნო რაუნდს უმასპინძლებს.
რეგიონული მწვანე ბანაკის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, აამაღლოს მათი ცნობიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ცირკულარული გადაწყვეტების შესახებ, ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაზიარების გზით, ხელი შეუწყოს მწვანე ზრდას ორივე ქვეყანაში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-29 წლამდე ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ბანაკი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, აპლიკანტისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. (მინიმალური მოთხოვნა - B1 დონე).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში