"იდენტობა” დამწყებ და მომავალ ფსიქოლოგებს 2013 წლის 2 ნოემბერს უფასო ტრენინგს სთავაზობს ლგბტ საკითხებში. ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. ტრენინგის მიზანია ფსიქოლოგიის სტუდენტებს ლგბტ საკითხების შესახებ პროფესიული ცოდნა აუმაღლოს.
ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ მეორე ეროვნულ ლგბტ სტუდენტურ კონფერენციაშიც მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ნაშრომები ლგბტ თემებზე და მიიღონ სტიპენდია.