ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კანონის უკეთ აღსრულებისათვის საქმიანობენ.
- საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას.
- კონკურსი ასევე მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, როგორც ინსტიტუციური უნარების, ასევე, სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება.
- საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება ფარგლებში, რომელსაც "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უძღვება."
კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში