en
ge

კონკურსი საუკეთესო ფოტონამუშევრის გამოსავლენად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გაეროს მოსახლეობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.2013
  • ბმული: http://www.media.ge/ge/portal/events/301598/.htm
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს ახალგაზრდულ ფოტო-კონკურსს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი ქცევის დამკვიდრებაში.
კონკურსის ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ფოტოს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალური პრიზები. გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება გაეროს მოსახლეობის ფონდის ვებ-გვერდზე.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიის მიუხედავად, ვინც დაინტერესებულია ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხებით.
კონკურსის მონაწილემ უნდა წარადგინოს ფოტონამუშევარი, რომელიც შეესაბამება შემდეგ თემატიკას:
1. ჯანსაღი ოჯახი (ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია; დემოგრაფიული საკითხები; ქორწინება, განქორწინება).
2. ჯანსაღი ქცევა (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია; აივ/შიდსის პრევენცია).
3. მავნე ჩვევების პრევენცია (ნარკოტიკის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების პრობლემა ახალგაზრდებში).
ფოტოსთან ერთად, ავტორმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პერსონალური ინფორმაცია: გვარი, სახელი, პროფესია, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა. ავტორის შესახებ პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული კომისიის წევრებთან და, ამრიგად, ეს ინფორმაცია ზეგავლენას ვერ მოახდენს ნამუშვრების განხილვის და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
ნამუშევრების შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:
- პრობლემის აქტუალობა ჩვენს საზოგადოებაში;
- კრეატიულობა;
- პრობლემის ორიგინალური ხედვა და გადაწყვეტა.
კონკურსის მონაწილეებმა თემატური ფოტო- jpeg, gif ან png ფორმატში უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : bakhtadze@unfpa.org
ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაპიქსელს. ატვირთულ ფოტოს უნდა ახლდეს სათაური და მოკლე აღწერილობა.
საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2013 წელი, 18:00 საათი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2013 წლის 10 დეკემბერს.
კონკურსის შედეგების შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ მხოლოდ გამარჯვებული ფოტოს ავტორებს. ორგანიზატორი არ იღებს ვალდებულებას, გასცეს განმარტებები წარუმატებლობის მიზეზებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ :
თამარ ბახტაძე
გაეროს მოსახლეობის ფონდის პრესასთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი
ტელ.: (995 32) 25 11 26; შიდა ნომერი 152
bakhtadze@unfpa.org
www.georgiaunfpa.ge
წყარო:media.ge