Reuters Institute for the Study of Journalism (ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ და გამოცდილ ჟურნალიტებს სთავაზობს 2014-2015 წლის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ჟურნალისტიკაში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება და შეეძლოთ ინგლისურ ენაზე გამართულად წერა და ლაპარაკი.
პროგრამა ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში.
სტიპენდიანტები აირჩევენ თავიანთი საკვლევ საგანს და აკადემიური სპეციალისტის დახმარებით ჩაატარებენ კვლევას. აღნიშნული პროგრამა არ იძლევა რაიმე აკადემიურ ხარისხს, თუმცა ნაშრომი, შესაძლოა, გამოქვეყნდეს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 31 იანვარი.
სტიპენდიის პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის შეგიძლიათ მისამართზე:
https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/fellowships/about.html
წყარო: www.media.ge