თუ მედია საქმიანობაში ან აქტივიზმში ხართ ჩართული და მონაცემების გამოყენებით ამბის თხრობა გაინტერესებს, მაშინ ფორსეტი გიწვევთ 6 კვირიან სასტიპენდიო პროგრამაზე - Data for Crisis Fellowship.
პროგრამის მიზანია საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა და გაშუქება.
პროგრამა მოიცავს მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო მოდულს და მენტორების დახმარებით, მულტიმედიურ პროდუქტებზე მუშაობას.
წყარო: ფორსეტის გვერდი სოციალურ ქსელში