en
ge

იდეების კონკურსი: „ის მაინც არსებობს +“

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" აცხადებს იდეების კონკურსს, რომლის მიზანია ქველმოქმედება გახდეს მომავალზე ორიენტირებული.

ის მაინც არსებობს + მიზანია: მოახდინოს დადებითი ცვლილებების, კრეატიული და ინოვაციური იდეების წახალისება ქალაქ ქუთაისში.

მიიღება ნებისმიერი იდეა, რომელიც მოტივაციას მისცემს სხვა ადამიანებს, იქნება კავშირში ქალაქის საჭიროებებსა და ინტერესებთან, იდეა შეიძლება იყოს საინტერესო, ინოვაციური და კრეატიული.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა...

გაითვალისწინეთ :

  • საპრიზო ფონდი შეადგენს 1000 ლარს, თუმცა RICDOG-ის გუნდი ეცდება იდეების მაქსიმალურ რაოდენობას დაუჭიროს მხარი ამ თანხის ფარგლებში.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქუთაისში მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებს.
  • კონკურსის ფარგლებში, ორგანიზაცია შეისყიდის თქვენი იდეების განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს და არ მოიცავს თანხობრივ დაფინანსებას.
  • RICDOG -ის გუნდი გაეცნობა მხოლოდ პირველ ოც იდეას.
  • აპლიკაციის მიღების შემდეგ აპლიკანტს მოუწევს გაიაროს გასაუბრება RICDOG -ის წარმომადგენლებთან.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში