ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ პროექტის ფარგლებში ონლაინ კურსი, „ამბის თხრობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, შეიქმნა.
კურსი განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისა და სოციალური მეწარმეებისთვის. მონაწილეები ისწავლიან, როგორ მოყვნენ შთამბეჭდავად თავიანთ ისტორიებს და როგორ გაავრცელონ ეს ამბები ეფექტიანად.
კურსის სამუშაო ენაა ინგლისური და ის 2023 წლის თებერვალ-მარტში, დაახლოებით ექვსი კვირა გაგრძელდება. ის მოიცავს ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, ვიდეოსემინარები, ინდივიდუალური სწავლება და დავალებებზე მუშაობა. კურსის გავლა მეტწილად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და ინდივიდუალური ტემპითაა შესაძლებელი. თუმცა ასევე დაგეგმილია სამი სამუშაო პირისპირ შეხვედრა, რომლებიც ორკვირიანი ინტერვალებით გაიმართება.
წყარო: euneighbourseast.eu