en
ge

ადგილობრივი კონსულტანტი

არასამთავრობო ორგანიზაცია "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი", USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საგრანტო აქტივობის "საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში ფასილიტაციას უწევს საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის დიალოგს ეკონომიკურ რეფორმებზე და ხელს უწყობს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მოდელის ჩამოყალიბებას, კერძო სექტორის საკანონმდებლო განხილვების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" იწვევს დაინტერესებულ პირებს საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მოდელის შექმნის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად.

ორგანიზაცია: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

პროექტი: საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა.

წყარო: jobs.ge