en
ge

მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე

MAC Georgia და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ მოკლე ფილმების კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე.

კონკურსი ეძებს ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებსაც აინტერესებთ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ.

კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა.

საპრიზო ფონდი:

  1. 14 000₾
  2. 9 000₾
  3. 5 000 ₾

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში