en
ge

კვლევითი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში

"ადენაუერის ფონდი" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან (შემდგომში "კომიტეტი") ერთად იწყებს საპარლამენტო კვლევითი სტაჟირების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული ორი ახალგაზრდა მკვლევარი გაივლის ერთწლიან ანაზღაურებად კვლევით სტაჟირებას კომიტეტში.

"კონრად ადენაუერის ფონდი" და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აცხადებენ მიღებას 2023-2024 წლის კვლევითი სტაჟირების პროგრამის ორ პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: საქართველოს პარლამენტი, თბილისი

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე გასაცემი თანხა)

ხანგრძლივობა: 1 წელი

ხელმძღვანელი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

წყარო: jobs.ge