თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იწვევს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან მცირე გრანტების კონკურსში მონაწილების მისაღებად.
პროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების გაძლიერებას.
პროექტს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე...
წყარო: hrht.ge