20 იანვრიდან იწყება მიღება კურსზე „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“
- თუ ხართ 16 წლის ან მეტის
- ცხოვრობთ გურიაში, ქვემო ქართლსა ან კახეთში
- გაქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი
- ფლობთ ინგლისურს მინიმუმ A2 დონეზე
მაშინ, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
კურსი ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობა შეგიძლიათ გურიიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.
კურსის ფარგლებში 10 მენტორი გაგაცნობთ:
- დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებულ შესაძლებლობებს;
- კონკრეტულ პროფესიებს, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის;
- პლატფორმებს, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული ფრილანსერი;
- პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებსა და მათი შესწავლის საშუალებებს;
- დროის პროდუქტიულად მართვასა და საქმიან კომუნიკაციას.
კურსი სრულად დაფინანსებულია.
მოიცავს 10 შეხვედრას და ემსახურება პროფესიების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობას, კარიერულ არჩევანში დახმარებას.
გაიგე მეტი და გაიარე რეგისტრაცია აქ...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში