ორგანიზაცია "ტრენინგებისა და კვლევის ჯგუფი" გთავაზობთ ტრენინგს ტრენერთათვის!
ტრენინგის მიზანია: ტრენინგების ჩატარების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
დღეს საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადია ტრენერის პროფესია, ამიტომ, საჭიროებიდან გამომდინარე, გთავაზობთ კურსს, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ტრენინგების წარმატებით ჩატარება.
ტრენინგი არის ინტერაქტიული, მორგებულია მსმენელთა საჭიროებებს. თუ თქვენ გსურთ დაეუფლოთ ტრენინგების ჩატარების თანამედროვე მეთოდებს, ისწავლოთ ჯგუფის მართვა, ტრენინგ მოდულების შედგენა, მიიღეთ მონაწილეობა ტრენერთა ტრენინგში.
კურსი დაეხმარება დამწყებ და მოქმედ ტრენერებს, ისწავლონ ტრენინგების შექმნა და განხორციელება. ტრენინგი არის პრაქტიკული, თანამედროვე და გამდიდრებულია ინტერაქტიური მეთოდებით.
ტრენინგის საკითხები:
** ტრენინგი და ტრენინგის ფორმები, ტრენინგების ისტორია
** სტერეოტიპები ტრენინგების შესახებ, პოსტ ტრენინგი
** სწავლის სტილი, მულტიმოდალური მიდგომა
** ინტელექტის თეორიები, გარდნერის თეორია
** სწავლების ფორმები (დამოუკიდებელი, კონკურენტული თანამშრომლობითი)
** ტრენინგის დაგეგმვა, დიზაინი და ჩატარება
** ტრენინგის სტრუქტურა, დროისა და სივრცის ორგანიზება
** სილაბუსის შედგენა
** "სტარტერები", გაცნობის სავარჯიშოები
** ჯგუფის შეკვრის ხელშემწყობი სავარჯიშოები
** ტრენინგის მსვლელობა, ტრენინგი, როგორც ინტერაქცია.
** ტრენინგის მეთოდები: დისკუსია, გონებრივი იერიში (Brain storming), შემთხვევების შესწავლა (Case study), როლური თამაში, დიაგრამა, ლექცია და ინტერაქტიული ლექცია, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
** პრეზენტაცია
** როგორი უნდა იყოს ტრენერი
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
** ჯგუფების დინამიკა, ჯგუფის მართვისა და ფასილიტაციის ტექნიკები.
ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
** ტრენინგ მოდულების შემუშავებას
** ტრენინგის მიზნების, მეთოდების, აქტივობების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას
** ტრენინგის სესიებად დაშლა და სესიების შედგენა
** ეფექტური პრეზენტაციების მომზადებას
** დისკუსიებისა და დებატების წარმართვას, ჯგუფური მუშაობების განხორციელებას, კითხვების სწორად შერჩევის ტექნიკების გამოყენებას
** ფასილიტაციას გაუწევთ ჯგუფს გონებრივი იერიშების და ასოციაციური რუქების ტექნიკების გამოყენებით.
** განავითარებთ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
ადმინისტრაციული საკითხები:
დღეების რაოდენობა: ტრენინგი არის 4 დღიანი.
მსმენელებს გადაეცემათ: სერთიფიკატი, სურვილის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი, ხელზე გასაცემი მასალა (სპეციალურად ამ მოდულისთვის შექმნილი სახელმძღვანელო), ტრენინგის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები.
ტრენინგის საფასური: 180 ლარი.
ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს დაეუფლოს ტრენერის ხელოვნებას, მათ შორის ბაკალავრის სტუდენტებსაც.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tamar@trgroup.ge ან trainingsgeo@gmail.com
source: jobs.ge