en
ge

საგრანტო კონკურსი

ევროპის ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით. განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას შორის პარტნიორობას.

აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 23 თებერვალი. იხილეთ კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია...

დაინტერესებული პირებისათვის 2023  წლის 31 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია (ონლაინ). რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე...

წყარო: epfound.ge