სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის".
თუ თქვენ ხართ:
ჟურნალისტი
მედია საშუალების წარმომადგენელი
სამოქალაქო აქტივისტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი
სტუდენტი
ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე
მაშინ, საშუალება გეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.
კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.
კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მსმენელს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. სწავლა დაიწყება თებერვლის ბოლოს და დასრულდება აპრილში. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია ელ–ფოსტით მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/B7Ns8pdfVuWN5cWv5
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 თებერვალი 2023 წელი
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი