en
ge

შემეცნებითი ვებინარების სერია

„საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ და „კრეატიული განვითარების ცენტრი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში „დალხენის პრაქტიკების ხელშეწყობა ჯანსაღი სოციალური ტრანსფორმაციისთვის“ „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით, ახორციელებს შემეცნებითი ვებინარების სერიას.

ვებინარების მიზანია გაზარდოს ინფორმირებულობა ამ საკითხებზე საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ქვიარ-ფემინისტი აქტივისტებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციების, ტრადიციული და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რათა მოახერხონ ამ ადამიანებმა ჯანსაღი სოციალური ტრანსფორმაცია, თვითზრუნვისა და კოლექტიური ზრუნვის გზით.

ვებინარებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

1. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების არსი;

2. რეპროდუქციული ძალადობის ფორმები და შესაბამისი კანონმდებლობა;

3. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა;

4. ინტერსექციური დისკრიმინაცია და ინფორმირებული თანხმობა;

5. სქესობრივი ანატომია;

6. სექსუალური გზით გადამდები ინფექციები;

7. კონტრაცეფცია და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა;

8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სექსტინგი

თითოეული ვებინარის ხანგრძლივობა 2 საათი, დისკუსიების შემთხვევაში 2,5 საათი. ვებინარები განხორციელდება 4 თებერვლიდან ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათზე.

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 1 თებერვლის ჩათვლით...

დამატებითი ინფორმაცია...

აქტიურ მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა რვავე ვებინარში სრულად მონაწილეობის შემდეგ, კონკურსის წესით, ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობაში და ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით გაავრცელონ ვებინარებზე მიღებული ცოდნები საკუთარ თემში.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში