en
ge

ტრენინგი: უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლი

თუ ხართ ჟურნალისტი და გაინტერესებთ საპარლამენტო საქმიანობა, გიწვევთ ტრენინგზე: უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლი საქართველოში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სოციალური სამართლიანობის ცენტრთან (SJC) და CRRC საქართველოსთან ერთად ახორციელებს პროექტს: „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევის, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

ტრენინგის მიზანია მედიის წარმომადგენლებში გაზარდოს ცოდნა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე.

ადგილი: საგურამო, სევსამორა.

თარიღი: 4 თებერვალი.

დრო: 09:00 – 18:00

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, დავუკავშირდებით იმ მონაწილეებს, რომლებსაც საპარლამენტო საკითხებზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება აქვთ.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში