CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევს ახალგაზრდობის თემატიკაზე, კერძოდ კი ახლაგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდების გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა, კერძოდ კი, NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და, ზოგადად, არ არის აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული.
წყარო: www.cenn.org