ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო" აცხადებს კონკურსს ლოგოტიპის შექმნაზე
პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.
დავალება:
ლოგოტიპის დამზადება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსათვის"
ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" საქმიანობა:
•ზრუნვა ბავშვთა კეთილდღეობაზე
•სპეციალიზირებული მცირე საოჯახო სახლების მეთოდის კონსულტანტების მხარდაჭერის უზრუნველყოფა
•შიდა ქართლში და კახეთის რეგიონში მს სახლების ფსიქოლოგიური სამსახურით უზრუნველყოფა
•საქართველოში არსებული სახელმწიფო დაფინანსების მქონე ყველა ტიპის მცირე საოჯახო სახლების 15 წლიდან და ზემოთ მოზარდების ფსიქოლოგიური მხარაჭერა და პროფორიენტაცია, პროგრამა ,,იზრუნე მომავალზე".
მოთხოვნები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის 2 ნიმუში – ქართული და ინგლისური წარწერით (ქართული: ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო" ; ინგლისური:Association "Our Home – Georgia”).
ლოგოტიპი უნდა იყოს დინამიკური და ა ქცენტი გაკეთდეს ორგანიზაციის სამუშაო მიზანზე, მისი კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის საქმიანობას.
შესაძლებელია დეკორატიული ელემენტებისა და სიმბოლოების გამოყენება.
მასალა უნდა იყო სწარმოდგენილი JPEG ფაილის სახით. ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, გამარჯვებულმა შემდგომში უნდა წარადგინოს მასალა ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში (EPS). ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.
უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი როგორც მცირე (სულ მცირე 2X2სმ) ასევე ფართო მასშტაბით.
ფერთა გამა:
ლოგოტიპის ფერი არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. სასურველია მშვიდი ტონების გამოყენება.
ინტელექტუალური საკუთრება:
•გამარჯვებული ლოგო ხდება ასოციაციის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნას ასოციაციის ნებისმიერი მიზნებისათვის, მათ შორის და არამხოლოდ, განთავსება ვებგვერდებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდური სათაურების სახით, პოსტერებზე და სხვა მასალებზე.
•ასოციაციას უფლება აქვს გამოიყენოს, შეცვალოს ან სხვაგვარად ნაწილობრივი ან მთლიანი სახით გამოიყენოს გამარჯვებული ლოგო მისი შეხედულებისამებრ.
გამარჯვებულის გამოვლენა
•შემოსული მასალებიდან გამარჯვებული, იქნება არჩეული ასოციაციის დირექტორისა და თანამშრომლობის მიერ. მათი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და არანაირი შემდგომი კორესპონდენცია არ იქნება გათვალისწინებული.
•მასალები შეფასდება მათი ვიზუალური მომხიბვლელობით, კონკურსის კონცეფციასთა ნთანხვედრით, დიზაინის ხარისხით, და გამოყენების სიმარტივით ზემოთჩამოთვლილი მიზნებისთვის.
•გამარჯვებული ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისი ვინაობა გამოცხადდება ასოციაციის Facebook-ის გვერდზე (http://facebook.com/ourhome.georgia ), შესაძლოა სხვა მედიასაშუალებებითაც.
შესრულების ვადა:
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის7 ნოემბრისა.
ლოგო უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:ourhome.georgia@gmail.com
წერილში მიუთითეთ კონკურსში მონაწილე პირის/პირების საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებული გამოვლინდება 10 ნოემბერს.
საპრიზო თანხა:
კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 300 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 596 10 44 55 – სულხან სახვაძე
www.ohg.ge
http://facebook.com/ourhome.georgia