"CSD Consulting" და "IBF Foundation" აცხადებს ერთობლივ სტაჟირების პროგრამას ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის ფარგლებში.
მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის "ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)" ფარგლებში, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ინტერვენციებს ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით:
- მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სკოლის მენეჯმენტის განვითარება-გაძლიერება.
- მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა - სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერების გზით სასკოლო შეფასების პრაქტიკების განვითარებისა და განხორციელების მხარდაჭერა.
- მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება - მექანიზმებისა და ინსტრუქციების შემუშავება ახალი ეროვნული შეფასების პოლიტიკის ჩარჩოს პილოტირების, გაუმჯობესებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
წყარო: jobs.ge