en
ge

ტენდერი ვებ-გვერდის განახლების მომსახურებისთვის

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" 2006 წელს დაფუძნდა. ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 26 წევრი ორგანიზაცია საქართველოს 11 ქალაქიდან. ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთიანდებიან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების იდეის გარშემო და ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: აივ/შიდსის, B, C ჰეპატიტების და სისხლის გზით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა, კონსულტირება, უსაფრთხო ინექციაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე საინფორმაციო მასალისა და საშუალებების გავრცელება, ნარკოპოლიტიკაზე ზემოქმედება, უფლებების ადვოკატირება და თემის გაძლიერება. ქალი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ზედოზირების პრევენცია, წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. ქსელის მუშაობა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: პოლიტიკის ადვოკატირება, სერვისების მიწოდების ორგანიზება და განვითარება, წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემა - Drug Policy Online Edition - Drugpolicy.ge - პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის და მისგან განპირობებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების და გადაწყვეტილებების მიღების პირების ინფორმირებულობის გაზრდა, არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილების ინიცირების მიზნით. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება საქართველოში ნარკოპოლიტიკის პირველი ონლაინ გამოცემა, რომელიც მოიცავს ობიექტური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ნარკოპოლიტიკის თემაზე საზოგადოების ინტერესის და ცნობიერების გაზრდას.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 3 თვე

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის განახლების მომსახურებისთვის.

წყარო: jobs.ge