„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“ USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგ კურსებზე - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
16-დან 29 წლამდე ასაკის მეწარმე ქალებს.
ტრენინგების პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზაში მენტორინგის სესიები ჩატარდება პირისპირ შეხვედრების ფორმატში.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.
ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
ბიზნეს პროექტის წერა;
ფინანსური დაგეგმარება;
პრეზენტაცია, პიჩინგის ხელოვნება.
მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის - ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.
სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე...
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.
წყარო: jobs.ge