en
ge

კონკურსი მუნიციპ. სოც. პროგრამების დანერგვის მხარდასაჭერად

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს კონკურსს მუნიციპალური სოციალური პროგრამების დანერგვის მხარდასაჭერად.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" იწვევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, თელავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების განვითარების მხარდასაჭერად გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 2 რეგიონში ხორციელდება ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების პროექტი "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ასოციაციის "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორობით.

პროექტის ძირითადი მიზანია გურიასა და კახეთში მცხოვრები დაუცველი ოჯახების კრიზისთან გამკლავებაში დახმარება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხორციელდება:

ა) გურიასა და კახეთში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ბავშვთა დაცვის სპეციალისტების პროფესიული გადამზადება;

ბ) კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;

გ) ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა შრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

წყარო; jobs.ge