en
ge

ორგანიზაციის ფონდების მოძიების კონსულტანტი

"ფონდი ტასო" აცხადებს ორგანიზაციის ფონდების მოძიების კონსულტანტის შერჩევას.

პოზიცია: კონსულტანტი

ხელშეკრულების სახე მომსახურების ხელშეკრულება

მოკლე ინფორმაცია:

"ფონდი ტასო" ეროვნული ქალთა ფონდია, რომელიც დაფუძნდა 2007 წელს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობებია: სოფლად მცხოვრებ და კონფლიქტებით დაზარალებულ ქალთა გაძლიერება, ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა; ცალკე სამუშაო მიმართულებებია: ქალთა ზეპირი ისტორიები და გენდერული თანასწორობის საკითხების კვლევები; პუბლიკაციები და დოკუმენტური ფილმები.

"ფონდი ტასო" ხელს უწყობს სათემო ფილანთროპიის ჩამოყალიბებას და სათემო ფონდების დაფუძნებას რეგიონებში. ფონდი თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

აღნიშნული საკონსულტაციო სამუშაო გულისხმობს "ფონდი ტასოს" თანამშრომლებთან ერთად ორგანიზაციის ფონდების მოძიების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. ფონდის გუნდთან ერთად ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებით.

წყარო: jobs.ge