გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს ახალგაზრდა მკვლევარებისთვის თემაზე „ზრუნვის ეკონომიკა - ახალი შესაძლებლობა მსოფლიოსა და საქართველოსთვის“.
კონკურსის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
ახალგაზრდა მკვლევარების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ხელს შეუწყობს ზრუნვის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეულ მსჯელობას, ხოლო საუკეთესო სტატიების ავტორები თავად გახდებიან ზრუნვის ეკონომიკის ჩემპიონები.
რჩეული ნაშრომები განთავსდება UNDP-ის ვებგვერდზე, ხოლო სტატიების ავტორები მოწვეულები იქნებიან სპიკერებად UNDP-ის საჯარო შეხვედრებზე, დისკუსიებსა თუ პოდკასტებზე.
სამი საუკეთესო სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით 800 ლარიდან 1,400 ლარამდე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს 18-დან 29 წლის ჩათვლით.
სტატია შესაძლოა ასახავდეს ფართო და მრავალმხრივ მსჯელობას ზრუნვის ეკონომიკის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
სტატია შესაძლოა წარდგენილი იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
სიტყვათა რაოდენობა: 500 – 2500.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2023 წლის 6 მარტი.
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის წარდგენა...
საკონტაქტო ინფორმაცია: natia.tsikvadze@undp.org ან magda.mamukashvili@undp.org
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში