CSRDG აცხადებს ტრენინგს ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება).
ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებას.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 23-24 თებერვალს ZOOM აპლიკაციის მეშვეობით, ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება), რომელზეც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მონიტორინგისა და ადვოკატირების აუცილებლობა;
გამოცდილების გაცვლის სესია თემაზე - გზშ პროცედურები ევროპაში;
აქტუალური სესია/ლექცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ასოცირების შეთანხმების შესაბამისი ნაწილის (გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება) განხორციელების კუთხით;
სსო-თა ორგანიზაციული განვითარება: კონცეფცია, აუცილებლობა, ინსტრუმენტები, საშუალებები, შესაძლებლობები.
წყარო: jobs.ge