en
ge

ტრენინგი კორპორატიულ ბრენდინგში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: CIPDD, საია
  • დაწყების თარიღი: 28.10.2013
  • ბოლო ვადა: 05.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64763/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ საქართველოს რეგიონებში კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგში "კორპორატიული ბრენდინგი" მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ტრენინგს ჩაატარებს ერეკლე ინაშვილი, რომელსაც გერმანიაში აქვს მიღებული შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბრენდინგის არსი და მისია, უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი, კორპორატიული დიზაინი, ცნობილი ქართული და ევროპული ბრენდების მიდგომები.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** საქართველოს რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს (მფლობელებს, ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს), რომლებიც არიან პასუხისმგებელი მარკეტინგზე, კომპანიის განვითარებაზე და სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება საწარმოს განვითრების თანამედროვე სტანდარტებზე
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს.
მონაწილეების მსურველებმა 2013 წლის 5 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: migration@cipdd.org უნდა გამოაგზავნონ:
** CV
** სამოტივაციო წერილი (რატომ სურს მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას).
პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს და გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს მონაწილეებს.
ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება 2013 წლის 18-19 ნოემბერს, კაჭრეთში. (გამგზავრება 17 ნოემბერს, უკან დაბრუნება - 19 ნოემბერს საღამოს ან 20-ში დილით).
ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ტელ: +995 593 362838, +995 577 506436.
წყარო:jobs.ge