en
ge

კონკურსი ვიდეომასალის მომზადებაზე

"USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა" აცხადებს კონკურსს ვიდეომასალის მომზადებაზე.

კონკურსის შედეგად შერჩეულმა პირმა/ორგანიზაციამ პროგრამის დაკვეთით უნდა მოამზადოს ვიდეორგოლები სოციალურ საკითხებზე. შერჩეული კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი:

  • სცენარის მომზადება
  • ვიდეოს მუსიკალური გაფორმება
  • ვიდეოს გადაღება
  • მონტაჟი
  • გრაფიკისა და სუბტიტრების დადება
  • მგზავრობა საქართველოს რეგიონებში მასალის მოსამზადებლად

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და კერძო პირებს.

*მონაწილეს უნდა ჰქონდეს სოციალურ თემებზე ვიდეორგოლების მომზადების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

წყარპ: jobs.ge