საქართველოს შემეცნებითი ცენტრის დასაქმების მიმართულება ახალგაზრდების თვითრეალიზებისა და განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ის მიზნად ისახავს ისეთი შრომითი ინტეგრაციის სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასა და პოტენციალის წარმოჩენას.
სწორედ ამიტომ საქართველოს შემეცნებითი ცენტრი იწყებს სტაჟირების პროგრამას, მათთვის ვისაც აინტერესებს ადამიანის უფლებები, აქტივიზმი და ამავდროულად გავლილი აქვს გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედიის მართვისა და ქოფირაითინგის თეორიული კურსი და დასაქმებისთვის სჭირდება პრაქტიკა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობა შეუძლია 19-39 წლამდე მსურველს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, რადგან საქმიანობა მიმდინარეობს ონლაინ.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა არის 3 თვე
გაგზავნეთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო (არ არის სავალდებულო სრული, მთავარია თქვენი საუკეთესო ნამუშევრები აჩვენოთ) ელექტრონულ ფოსტაზე: cognitivecenterofgeorgia@gmail.com
საქართველოს შემეცნებითი ცენტრის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში