en
ge

ტენდერი ციფ.მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგის ჩასატარებლად

"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისთვის ციფრული მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგის ჩასატარებლად.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ მომავალში უკეთ შეძლონ ციფრული მედიით გავრცელებული მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება. ევროპის ფონდი ტრენინგის ჩატარებას 2023 წლის აპრილ-მაისში გეგმავს შერჩეული კონსულტანტ (ებ)ის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

წყარო: jobs.ge