"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს ტენდერს გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე.
ვიდეორგოლების მიზანია პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო მოდულებისთვის ვიდეო ტუტორიალების მომზადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 3 გრაფიკული ვიდეორგოლის მომზადება;
- თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი უნდა მოიცავდეს 2-3 წუთს;
- ვიდეორგოლის სცენარი (დიზაინის, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ვიდეოებში გამოსაყენებელ ნარატიულ მასალას შერჩეულ კომპანიას პროექტის გუნდი მიაწვდის;
- თითოეული ვიდეო უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების გამოყენებით;
- შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს ვიდეორგოლები მაღალი ხარისხით (არანაკლებ 1080p), ასევე სამუშაო მასალა (raw ფაილები);
- სამივე ვიდეორგოლის მომზადება უნდა დასრულდეს 2023 მარტის ბოლომდე.
წყარო: jobs.ge